საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სკაივიას“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „სქაივია ჯორჯიას“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევას. მომჩივნის პრეტენზიები შეეხებოდა მოპასუხე კომპანიის მიერ მისი კომპანიის საფირმო სახელწოდებისა და ლოგოს მსგავსი აღნიშვნების გამოყენებას. ამასთან, მომჩივანი მოითხოვდა მოპასუხე კომპანიის მართვის სფეროში არსებული სოციალური ქსელების ანგარიშებზე წვდომის ავტორიზაციის მონაცემების გადაცემას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა საქმეზე მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ოლსერვისგრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „სითიქომის“ მხრიდან კანონის 11(3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას.
მომჩივანი მიუთითებდა, რომ შპს „სითიქომის“ მიერ კლიენტებთან WhatAspp საერთო ჯგუფში და პირადი შეტყობინებების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაცია რეპუტაციას ულახავდა/ულახავს შპს „ოლსერვისგრუპს“, ვინაიდან მის საქმიანობას წარმოაჩენდა როგორც სამართლებრივად პრობლემურს ან აკრძალულს და აჩენდა ეჭვს მისი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მომჩივნის განცხადებით, მოპასუხე არამართლზომიერი ქმედებებისა და ყალბი განცხადებების გავრცელების გზით ცდილობდა მომჩივნის მიმართ მომხმარებელთა ნდობის შერყევას, მისი მომხმარებლების გადაბირებას და მომჩივნის ბაზრიდან განდევნას. აღნიშნული ქმედება შპს „ოლსერვისგრუპის“ მითითებით, წარმოადგენს არა მხოლოდ კონკურენტის დისკრედიტაციას არამედ ასევე შეცდომაში შემყვან კომუნიკაციის ფაქტსაც.
საჩივრის ფარგლებში შესწავლილი მასალების მიხედვით არ დადგინდა კონკურენციის კანონდმებლობის დარღვევის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებობის სტანდარტს. შესაბამისად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ვერონას“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ჯესურის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, კერძოდ, SMEG-ის პროდუქციის ფორმის, შეფუთვისა და იერსახის მითვისებას, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასა და სავარაუდო კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაციას. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ SMEG-ის პროდუქციის იმპორტი, ასევე არ არსებობდა საკმარისი და ობიექტური მტკიცებულებები აღნიშნული პროდუქციის კონტრაფაქციულობის დასადასტურებლად (შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება ან ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნა).
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სითიქომის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ოლსერვისგრუპის“ მხრიდან კანონის 11(3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე მისი ინფრასტრუქტურის ხარჯზე ახორციელებდა საქმიანობას, კერძოდ ერთ-ერთი მისამართზე დაამონტაჟა საკუთარი სისტემა, დააზიანა მომჩივნის აპარატურა, რაც საბოლოოდ ხელს უშლის მომჩივანს კომერციული საქმიანობის განხორციელებაში და საფრთხე შეუქმნა ზოგადად ჯანსაღ კონკურენციას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ს/ს ,,ბაშკირ სოდა კომპანიის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს ,,სანტრეიდის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, კერძოდ მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის სავარაუდო უკანონო გამოყენების შედეგად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებას. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ მოპასუხე ლეგიტიმურ, სამართლებრივ საფუძველზე (ლიცენზია) იყენებს/იყენებდა შესაბამის დიზაინს, რის გამოც ადგილი ვერ ექნება/ექნებოდა კონკურენტის იერსახის მითვისებას. ასევე, არც საქმეში არსებული სხვა გარემოებები და მასალებიც არ მიუთითებდნენ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ გონივრულ ეჭვზე, რის გამოც სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სს „მამათის“ მხრიდან კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე იყენებდა მომჩივნის პროდუქტის (ჩაის) შეფუთვასა და ვებ-გვერდის დიზაინს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მულტილინგვისტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა მოპასუხე კომპანიების - შპს „თრანსლეით ჰაბის“, შპს „თიემენ გრუპის“, შპს „ნიუ თრანსლეიშენის“ და შპს „ვორდსფეისის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 და 113 მუხლების სავარაუდო დარღვევას. დამატებით, მომჩივანი მიუთითებდა ამავე კანონის მე- 10 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მომჩივანმა ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა მტკიცების ტვირთი. შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლაზაროს 2022“-ის (ს/ნ: 405755231) 2025 წლის 20 ნოემბრის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „დიოს“ (ს/ნ: 201946573) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს, კერძოდ - “BARRISOL”-ის სასაქონლო ნიშნის სავარაუდო უკანონო გამოყენების შედეგად არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებას. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სამედიცინო ცენტრი აი ემ სის“ (ს/ნ 405663928) 2025 წლის 10 ნოემბრის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „პრემიუმ ფარმას“ (ს/ნ 400420772) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „გოუტრიპის“ საჩივარი შპს „ტრიპჰაბის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო უარს ამბობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე.