საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
,,სანტრეიდის“ საქმე
2024-02-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6  და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ბელლა ვეტრინეს“ საქმე
2023-12-10

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს “ბელლა ვეტრინეს“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ვერონას“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლი) განხორციელების შესაძლო ფაქტს. კერძოდ, შპს „ვერონას“ მხრიდან მომჩივანი კომპანიის გარეგნული იერსახის მითვისებასა და რეპუტაციის შელახვას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მომჩივანმა არ წარმოადგინა დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია/მტკიცებულება.  შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე II
2023-07-12

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი - შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. თემა ეხებოდა  - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს. საჩივარში დასახელებული პრეტენზიები გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, რისი განხილვაც და შეფასებაც სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, დასაშვებობის ეტაპზე სააგენტომ დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს.


 
დოკუმენტის ნახვა
„მედ ფარმასი გრუპის“ საქმე
2023-06-16

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „მედ ფარმასი გრუპის“ საჩივარი შპს „დოქტორ გუდსის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11³ მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა შპს „დოქტორ გუდსის“ დირექტორის მხრიდან მომჩივანი კომპანიის რეპუტაციის შელახვას, უსაფუძვლო კრიტიკას და დისკრედიტაციას. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა და მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ყაზბეგი 1881”-ის საქმე
2023-06-02

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ყაზბეგი 1881”-ის საჩივარი შპს “საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას“ და შპს “გლობალ ბიერ ჯორჯიას” მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საჩივარი შეეხებოდა მომჩივანის ობიექტის წინ საინფორმაციო ბანერის გაკვრას. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სააგენტომ დაადგინა, რომ  მომჩივანი და მოპასუხე არ წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე
2023-06-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე ვიქტორ სუროგინის საჩივარი შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში კონკრეტული კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხს. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, რადგან მომჩივანი და მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფიებიან, რისი განხილვაც და შეფასებაც სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საქმე
2023-05-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ი/მ ნუნუ კინწურაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა -  ი/მ მაია ცაგარეიშვილის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, საჩივარში დასმული საკითხების უმრავლესობა სცილდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. ასევე, მომჩივანის მხრიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ იქნა წარმოდგენილი  დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
„სოფთლაინ საქართველოს“ საქმე
2022-10-13

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „სოფთლაინ საქართველოს“ საჩივარი უკრაინული კომპანია შპს „ბაკო ტექის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე. საკითხი ეხებოდა - უკრაინული კომპანია შპს „ბაკო ტექის“ მიერ მომჩივანთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტასა და მასზე გარკვეული შინაარსის ცნობების გავრცელებას. დასაშვებობის ეტაპზე, სააგენტომ დაადგინა, რომ კომპანიები საქმიანობენ სხვადასხვა გეოგრაფიულ/პროდუქციულ ბაზარზე და არ წარმოადგენენ ერთმანეთის კონკურენტებს. შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე.

დოკუმენტის ნახვა
„საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ საქმე
2021-02-22

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „საქართველოს ფოსტის“ საჩივარი შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11(3) მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. დასაშვებობის ეტაპზე, სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე TNT-ისა და FedEx-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა, ხოლო მოპასუხე კომპანიის მიმართ გაიცა რეკომენდაცია.

დოკუმენტის ნახვა
თევზჭერის საქმე
2019-06-03

შპს „მბმ“-მ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა თევზჭერის ბაზარზე მოქმედი 4 კომპანიის (შპს „აისბერგი 2“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „პალიასტომი 2004“) მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც მომჩივანის პოზიციით გამოიხატებოდა მოპასუხე კომპანიების მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობასა და შეცდომაში შესაყვანად გარიგების ნამდვილი მიზნის დამალვაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა