საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
გორის ტაქსების საქმე II
2018-05-07

ქალაქ გორში ტასებით მომსახურების განმახორციელებელმა 11-მა ეკონომიკურმა აგენტმა კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა ერთობლივი საჩივარი შპს „ტექნოკომის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ მომხმარებლისათვის შეუსაბამოდ დაბალი ტარიფის შეთავაზებაში და მძღოლებისათვის დამატებითი თანხის გადახდაში - რათა ამ უკანასკნელთ მათთან ემუშავათ. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან სავარაუდო დარღვევის ერთ ნაწილში არ დადასტურდა გონივრული ეჭვის სტანდარტი, ხოლო მეორე სადავო ქმედება არ ხვდებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმის ქვეშ.

დოკუმენტის ნახვა
გორის ტაქსების საქმე I
2017-03-28

ქალაქ გორში ტაქსის მომსახურების განმახორციელებელმა 11-მა ეკონომიკურმა აგენტმა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა ერთობლივი განცხადება შპს „კატენას“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ მომხმარებლისათვის ძალიან დაბალი ტარიფის შეთავაზებაში და მძღოლებისათვის დამატებითი თანხის გადახდაში - რათა ამ უკანასკნელთ მათთან ემუშავათ. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა
"აიპლუსის" საქმე
2017-03-01

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „აიპლუსმა“ შემოიტანა საჩივარი შპს „აიტექნიკის“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მხრიდან Apple Store-ის სახელის უკანონო გამოყენებასა და შპს „აიპლუსის“ წინააღმდეგ მიმართულ ცრუ კამპანიაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა დარღვევის არსებობის თაობაზე გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა
სათამაშოების საქმე
2017-02-06

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ააიპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ წარმოადგინა საჩივარი სათამაშოების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა სათამაშოების ბაზარზე რეალიზებული თოჯინების შეუსაბამობაში ამ თოჯინებზე დატანებულ CE-ნიშანთან. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ნიშანდების მოთხოვნები არ არის დადგენილი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით და ამდენად, არ დაკმაყოფილდა დარღვევის არსებობის თაობაზე გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა
"დრანკ ოკტოპუსის" საქმე
2016-03-29

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „დრანკ ოკტოპუსმა“ და შპს „დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციამ“ წარმოადგინეს ერთობლივი საჩივარი გიორგი თაქთაქიშვილისა და შპს „გ.დ ალკოს“ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანთა პოზიციით, გამოიხატებოდა სხვადასხვა ქმედებებში, მათ შორის, მათი კომპანიის შესახებ კლიენტებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან მიიჩნია, რომ მხარეები არ წამოადგენდნენ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს კანონის მე-11 ტერცია მუხლის მიზნებისთვის და არ არსებობდა მოკვლევის დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

დოკუმენტის ნახვა