საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

სლავა ფეტელავა

ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი

sfetelava@gcca.gov.ge

განათლება

 

2008 წ.  სადოქტორო დისერტაცია თემაზე “კონკურენციის თეორიის ევოლუცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში” - მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
2007-2008წწ.  გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, დოქტორანტურა;
2002-2005წწ.  პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1989-1992წწ.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, ასპირანტურა;
1982-1989წწ.  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი;

 

 

სამუშაო გამოცდილება


06.2016 წლიდან - დღემდე საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი;
01.2015 – 06.2016წწ. საქართველოს კონკურენციის სააგენტო - კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი;
10.2014 – 01.2015წწ. საქართველოს კონკურენციის სააგენტო - კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
07-09.2014წ. საქართველოს კონკურენციის სააგენტო - კონკურენციის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველი;
05-07.2014წ. საქართველოს კონკურენციის სააგენტო - კონკურენციის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველის მოვალეობის შემსრულებელი;
01.2012 – 04.2014წწ. საქართველოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - კონკურენციის დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის სპეციალისტი;
05.2010 – 12.2011წწ. სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენცის სააგენტო - კონკურენციის დაცვის სამმართველოს უფროსი;
05.2010წ. სსიპ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - სპეციალისტი;
09.2005 – 04.2010წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის სამმართველოს უფროსი;
01.1997 -08.2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური - სამსახურის უფროსის მოადგილე/პირველი მოადგილე;
07-10.2001წ. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური - სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
03.1993 – 01.1996წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო - წამყვანი სპეციალისტი; განყოფილების უფროსი; სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსი;
01-07.1993წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი - უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
08-10.1989წწ. გალის რ/ნ, სოფ. ფიჩორის მეციტრუსეობის საბჭოთა მეურნეობა - ეკონომისტი;
1981-1982წწ. გალის რ/ნ, სოფ. სიდის ჩაის საბჭოთა მეურნეობა - მეველე; პლანტაციის მუშა.

 

 

სამეცნიერო საქმიანობა


2008 წლიდან დღემდე - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა - ასოცირებული პროფესორი;
2005-2007წწ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა - ასისტენტ პროფესორი;
2013 წლიდან დღემდე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მოწვეული ლექტორი/პროფესორი;
2009-2010წწ.  წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი - მოწვეული ლექტორი;
2007-2010წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მოწვეული ლექტორი;
2008-2011წწ.  პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
2005-2007წწ.  პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ასისტენტ პროფესორი;
1993-2005წწ.  მცირე აკადემია - მოწვეული ლექტორი;
1994-1996წწ.  თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი - მოწვეული ლექტორი.
2011 წელს ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება (ECI) - ლექცია ტრეინინგი - ,ენერგეტიკის საფუძვლები და ენერგო პოლიტიკა“ - ტრენერი;

 

 

სამეცნიერო შრომები


გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი კონკურენციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სარეკლამო საქმიანობის რეგულირების თეორიისა და პრაქტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების სრულყოფის საკითხებზე. მათ შორის (მონოგრაფია; ლექციების კურსი; სახელმძღვანელო),
2013წ. ანტიმონოპოლიური რეგულირების პრაქტიკა (შ. გოგიაშვილის თანაავტორობით);
2012წ. ეკონომიკური კონკურენცია (შ. გოგიაშვილის თანაავტორობით);
2011წ. შესავალი ენერგომენეჯმენტში (ო.ზივზივაძესთან, მ.კვირკვაიასთან, ვ.კიკუტაძესთან, თ.გამსახურდიასთან, მ.გოგატიშვილთან, გ.არაბიძესთან, თ.ჯიშკარიანთან, თ.მიქიაშვილთან, მ.გუდიაშვილთან და ო.კიღურაძესთან თანაავტორობით);
2010წ. ენერგო და ეკო სამართალი (თ.გამსახურდიასთან თანაავტორობით);
2009წ. ბიზნესის სამართლებრივი გარემო;
2008წ. კონკურენციის თეორია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში;
2007წ. მსჯელობა საქართველოს საკონკურენციო (ანტიმონოპოლიური) სამართლის სრულყოფის საკითხებზე;
2007წ. კონკურენცია და ანტიმონოპოლიური რეგულირება (შ.გოგიაშვილთან თანაავტორობით);
1999წ. კრებული საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურებისათვის (ვ.მაისურაძესთან, ქ.ლაფაჩთან, შ.გოგიაშვილთან და გ,.მელაძესთან თანაავტორობით).

 

 

კვალიფიკაციის ამაღლება


12.1995წ. სახელმწიფო ფუნქციების დეცენტრალიზაციის კურსი - კერძო სამართლის ინსტიტუტი, ქ.ვაშინგტონი (აშშ);
09-11.1994წ. საბაზრო ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის კურსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემია, ქ. კიევი.
1995-2019წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული კონკურენციის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შემზღუდავი გადაწყვეტილებების გამოვლენისა და აღკვეთის, ეკონომიკურ აგენტთა მონოპოლიური საქმიანობისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სარეკლამო საქმიანობის რეგულირების საკითხებზე - საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში - სტამბულში (თურქეთი), ვენაში (ავსტრია), ბრიუსელში (ბელგია), მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია), კიევში (უკრაინა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ერევანში (სომხეთი), კიშინოვში (მოლდავეთი). მათ შორის, გავლილი აქვს აშშ-ს ვაჭრობის ფედერალური კომისიის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), TACIS-ის, CEPAR-ის, OECD-ის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, პოლონეთის კონკურენციის და მომხარებელთა უფლებების დაცვის ოფისის, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრეინინგები კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

 

 

საზოგადოებრივი აქტივობები და სხვა დამსახურებები

 


2010 წლიდან დღემდე - ჟურნალი ,საქართველოს ეკონომიკა“ - სამეცნიერო რედკოლეგიის წევრი;
2009 წლიდან დღემდე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს წევრი;
2008 წლიდან დღემდე - ჟურნალი ,ახალი ეკონომისტი“ - სარედაქციო კოლეგიის წევრი;
2008წ. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტი - აკადემიური პერსონალის შერჩევის საკონკურსო კომისიის წევრი;
2007-2011წწ.  ყოველკვარტალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-შემეცნებითი ჟურნალი ,კირბისი“ - რედკოლეგიის წევრი;
2007-2009 - დსთ-ს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფოთაშორისი საბჭო - საქართველოს წარმომადგენელი.

• 2010წ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - წლის საუკეთესო ლექტორი;
• 2001წ. ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გამოეცხადა მადლობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
• 1985-1987წწ. მსახურობდა ჯარში - არის თადარიგის ოფიცერი.

 

ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.


ფლობს რუსულ ენას.

 

 
უკან დაბრუნება