საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის წარმომადგენელმა ICN-ის ქსელის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 3 ივლისს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რამაზ რაზმაძემ ICN-ის ქსელის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის თემას წარმოადგენდა: მდგრადობის გათვალისწინება კონკურენციის უწყებების ყოველდღიურ საქმიანობაში: პრაქტიკული საკითხები და გამოწვევები.


რამაზ რაზმაძემ ვორქშოფის მე-2 სესიაზე (Advocacy strategies) საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოხსენება გააკეთა, რომელიც  მდგრადი განვითარების მიზნებს უკავშირდება. საუბარი ასევე შეეხო კონკურენციის ადვოკატირების ნაწილს.


საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) აქტიური დიალოგის ფორმატში თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. GCCA არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ICN აქტიური წევრი, 2023 წლიდან კი - მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი. აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა UNCTAD-ის, OECD-ის, USAID-ის წარმომადგენლობებთან.

04.07.2024
უკან დაბრუნება