სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
gkedelidze@gcca.gov.ge
განათლება
2006-2010წწ. გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, კერძო ბიზნეს სამართალი, მაგისტრატურა.
2012-2014წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა, ბაკალავრიატი.
სამუშაო გამოცდილება
11/2022 წლიდან - დღემდე საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
2019-2022წწ. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
06/2017-08/2019წწ. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
11/2014-06/2017წწ. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის II კატეგორიის მრჩეველი;
07/2011-02/2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი;
11/2010-07/2011წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სტაჟიორი.
კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგები, სემინარები
2017-2019წწ. ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ - ორგანიზებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსები;
2019წ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის გლობალურ ფორუმი, პარიზი, საფრანგეთი;
2019წ. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ ორგანიზებული კონფერენციები - „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“ და „ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა“;
2018წ. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის საკითხები”;
2018წ. სასწავლო ვიზიტი ევროკომისიის კონკურენციის გენერალურ დირექტორატში (DG Competition), ბელგია, ბრიუსელი;
2018წ. მეორე საერთაშორისო კონფერენცია: “კონკურენციის პოლიტიკა, ტენდენციები და გამოწვევები”;
2017წ. პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები”;
2017წ. ქ. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწვევის ფარგლებში გამართული შეხვედრები ტექნოლოგიური უნივერსიტეტში და ესტონეთის რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოში. ტალინი, ესტონეთი;
2016წ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (RCC) (OECD-GHV RCC) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარი. ბუდაპეშტი, უნგრეთი;
2016წ. EBRD-ის ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგების კურსი - „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა“ და „კარტელის დროს არაპირდაპირი მტკიცებულებების“ საკითხებზე;
2012წ. საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სასერთიფიკაციო კურსი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.