საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს განესაზღვრა ვადა, რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი, რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.