საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
"ინტერტექნიკსის" საქმე
2015-08-08

შპს „ინტერტექნიკსმა“ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ხაშურის, ასპინძის და აბაშის მუნიციპალიტეტების გამგეობები) მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში ცალკეული ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებაში. მოკვლევის შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
"ოპტიმალ გრუპ +"-ის საქმე
2015-04-23

შპს „ოპტიმალ გრუპ +-მა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა განცხადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, გამოიხატებოდა საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის მოთხოვნაში. მოკვლევის შედეგად, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუდგინდათ კანონის დარღვევა და დაევალათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენციის კანონმდებლობის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
შემოსავლების სამსახურის საქმე
2015-03-31

შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთმა“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა განცხადება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან შპს „ინლენდ კონტეინერ ტერმინალისათვის“ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის დაკავების ხელშეწყობაში, რაც იწვევდა მისი კონკურენტების საქმიანობის შეფერხებას. მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა კანონის დარღვევა და დაევალა მისი ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

დოკუმენტის ნახვა