საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ შემოიტანა შეტყობინება კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიის მიერ ფიზიკური პირების - გიორგი ინგოროყვასა და ნინო დარახველიძისგან შპს „გნ კოს“ წილთა 50%-ის შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრებად განისაზღვრა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ბაზარები. ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია, თუმცა კომპანიას განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებაც დააკისრა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიამ“ შემოიტანა შეტყობინება კონცენტრაციის შესახებ, რაც გულისხმობდა აღნიშნული კომპანიის მიერ შპს „თბილცემენტ გრუპის“ სასაქონლო ბეტონის წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებების (საოპერაციო აქტივების) შეძენას. სააგენტოს მიერ შესაბამის ბაზრად განისაზღვრა ბეტონის ბაზარი, შესწავლილ იქნა ამ ბაზარზე არსებული ვითარება, კომპანიების წილები და აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.