საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი
2020-03-19

კონკურენციის სააგენტომ განახორციელა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დეტალური ანალიზისა და მრავალმხრივი შეფასების საფუძველზე, შესწავლილ იქნა 2013-2017 წლების პერიოდი, რის შედეგადაც, დადგინდა იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზრის თავსებადობა კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის ბაზრის მონიტორინგი
2019-06-06

კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელდა სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ ბაზარზე მოქმედ რამდენიმე კომპანიას ხელშეკრულებებში გამოყენებული ჰქონდა ფართო MFN პირობები (საუკეთესო ფასის გარანტია). საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სააგენტომ კომპანიებს ფართო MFN პირობების კორექტირება მოსთხოვა, რაც მონიტორინგის პროცესშივე იქნა შესრულებული ეკონომიკური აგენტების მხრიდან.

დოკუმენტის ნახვა
მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგი
2016-02-02

კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელდა მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზრის მონიტორინგი და ამ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება. მონიტორინგი შედეგად დადგინდა, რომ მგზავრთა ავიაგადაყვანის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოა, ბაზარი ვითარდება, ფართოვდება და არ არსებობს ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერები.

დოკუმენტის ნახვა
ყავის ბაზრის მონიტორინგი
2015-06-03

კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელდა ყავის ბაზრის მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში არ გამოკვეთილა შესაბამის ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ფაქტობრივი გარემოება თუმცა, სააგენტოს მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოზე გაიცა რეკომენდაციები, რომელიც შეეხებოდა ხარისხის კონტროლის გამკაცრების საჭიროებისა და ყავაში სხვა სახის მინარევების შერევის ფაქტების შესწავლის აუცილებლობას.

დოკუმენტის ნახვა