კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“
ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, 16-17 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილეს.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილეს. ასევე, აღსრულების ირიბი მექანიზმების და რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობის კონკურენციის პოლიტიკის შესახებ პარალელური თემატური სესიები გაიმართა. სესიების მონაწილეებმა ერთმანეთს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.