საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენი ICPEN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენი მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ICPEN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


საინფორმაციო ფურცელი მოიცავს 2023 წლის მეოთხე კვარტალში სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მათ შორის, მიმდინარე და დასრულებულ მოკვლევებს, მონიტორინგების შესახებ მასალას, კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებს, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს და ა.შ.


ICPEN არის მომხმარებლის დაცვის უწყებების გლობალური ქსელი, რომელიც  70-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა  წევრ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის, რესურსების გაზიარებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

09.02.2024
უკან დაბრუნება