საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

ბრიუსელში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით, ქართულის მხარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ -  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი,  ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები.


შეხვედრის მონაწილეებმა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ევროკომისიამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა განმარტებები იმ საკითხებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც საქართველომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ  - შემდგომი პროგრესის საჩვენებლად უნდა განახორციელოს.


შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შიდა ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, თავებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. კერძოდ, თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და სამრეწველო პოლიტიკის, დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, გარემო და კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის თავებით გათვალისწინებულ შეფასებებზე და რეკომენდაციებზე.

29.03.2024
უკან დაბრუნება