საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

OECD-GVH RCC-ის მიერ ორგანიზებულ სემინარში სააგენტოს წარმომადგენელი მონაწილეობს

15-17 აპრილს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის რეგიონული ცენტრის (OECD-GVH RCC) და მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს ორგანიზებით, ქ. კიშინიოვში, სემინარი „კონკურენცია და რეგულაცია“ მიმდინარეობს.


ღონისძიება გახსნა მარია პილარ კანედომ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონული ცენტრის დირექტორმა და მოლდოვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი გერთეშუმ. სემინარში მონაწილეობს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი, სალომე კუპატაძე.


საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. სემინარის ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და ადვოკატირების მეთოდები, საერთაშორისო მიდგომები და მნიშვნელოვანი ქეისები, შესაძლებლობები და ის რისკ-ფაქტორები, რომელსაც უწყებები საქმიანობის პროცესში აწყდებიან.

16.04.2024
უკან დაბრუნება