საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 23 968 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 15  შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 12 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი  შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.  საკითხი ეხება - სასარგებლო წიაღის გადამუშავებას და დისტრიბუციისა და ვაჭრობის სექტორებს.


ინფორმაციისთვის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.


სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.


2024 წელს, სააგენტომ  5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.


 
17.04.2024
უკან დაბრუნება