საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მონაწილეობა მიიღო „SEU-ს დასაქმების ფორუმი 2024“

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობენ.


„SEU-ს დასაქმების ფორუმი 2024“, რომელიც 16 აპრილს გაიმართა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილმა და სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა, ნინო გუგუციძემ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს  სააგენტოს საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების გავლის შესახებ ინფორმაცია.


დასაქმების ფორუმში 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო წამყავნი კომპანია მონაწილეობა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი წამყვანი ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლებთან აქტიური დიალოგის ფორმირება, სტუდენტებისათვის საჭირო, დროული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება.


 
19.04.2024
უკან დაბრუნება