საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა KIU-ის დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, 25 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.


წელს KIU-ს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება. შესაბამისად, სააგენტოს წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს სააგენტოს საქმიანობის, დასაქმების და სტაჟირების შესახებ ინფორმაცია დეტალურად წარუდგინეს. ფორუმში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია იღებდა.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში მხარეები სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობენ.

26.04.2024
უკან დაბრუნება