საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ვენაში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები - სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე და შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები ნინო ჭიჭინაძე, ამათი ამაროვი და ანი ზურაბაული სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.


სასწავლო-სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (EU Twinning) მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, ადგილობრივი და საერთაშორისო  პრაქტიკის გაცნობა-გაზიარება, პრიორიტეტების განსაზღვრა, შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და ა.შ.

30.04.2024
უკან დაბრუნება