საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22 ცხელი ხაზი 598 05 44 22

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) დარღვევა დაადგინა.


სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს  14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. კერძოდ, მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე. 


სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საკუთარი პროდუქტის (საკვები სოდის) შეფუთვის იმგვარი ცვლილება, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსება კონკურენტი კომპანიის გარეგნულ იერსახესთან და მომხმარებლის მხრიდან ამ ორი კომპანიის აღრევის რისკი.


ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ 5 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

02.05.2024
უკან დაბრუნება