საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

სააგენტოს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო კომპანია RBB Economics-ის წარმომადგენელი ტრენინგს მართავს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საერთაშორისო კომპანია RBB Economics-ის წარმომადგენელს, ვიტალი პრუჟანსკის შეხვდა.


RBB Economics-ი არის გლობალურ დონეზე, წამყვანი კომპანია კონკურენციის მიმართულებით ეკონომიკური ანალიზის განხორციელების კუთხით, რომლის წარმომადგენელიც 22 და 24 მაისს სააგენტოს თანამშრომლებისთვის სემინარს მართავს. სამუშაო შეხვედრის თემა მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა, ჭარბი ფასნამატი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმეებში, ზიანის თეორია და სხვა. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და განხილვა.


სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობენ  - საერთაშორისო კომპანია RBB Economics-ის წარმომადგენელი, ვიტალი პრუჟანსკი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე.

22.05.2024
უკან დაბრუნება