საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მმართველი კომიტეტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში, მმართველი კომიტეტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, მინდი ბოიკოვამ და პროექტის ხელმძღვანელმა, ირმა ურმონაიტემ გახსნეს.


საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები დეტალურად მიმოიხილა და ევროკავშირის მისიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, პროექტში მონაწილე უწყებებს  ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  შეხვედრაზე, პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა - TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.


დასკვნითი საკომიტეტო შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს, ევროდელეგაციის, ტვინინგის პროექტის, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ინფორმაციისთვის: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას  სააგენტოს - ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევდა. გაიმართა სულ 8 საკომიტეტო მოსმენა, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესრულების ნაწილს მუდმივ რეჟიმში დეტალურად განიხილავდა.  

23.05.2024
უკან დაბრუნება