საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის ივნისის თვეში,  5 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.


GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  არ შესრულდა. შესაბამისად, შპს „ოპატრეიდს“ - 6524 ლარი და 68 თეთრი, ნუგზარ ყურბანოვს - 600 ლარი, ანარ ასლანოვს - 600 ლარი, შპს „9 დრაგონს იმპერიას“  - 600 ლარი და ონლაინ მაღაზია „urbanindustry”-ს - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.


 - GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.


 - დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს  ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.


ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან დღემდე, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 40 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში  - 50 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით,  500 000 ლარზე მეტი.

28.06.2024
უკან დაბრუნება