საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA - საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.


იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 11 931 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10  შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 7 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი  შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა.


რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.  საკითხი ეხება - სამშენებლო, ცემენტის წარმოება/დისტრიბუციისა და ალკოჰოლური და სხვა სასმელებით ვაჭრობის სექტორებს.


ინფორმაციისთვის: GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი  5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.


სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.


2024 წელს, GCCA-მ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ დროისათვის 5 კონცენტრაციაზე მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება.

12.07.2024
უკან დაბრუნება