საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძემ მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში საქართველოში მომხმარებელთა უფლებების შესახებ შედეგები წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სერგო სანიკიძემ მსოფლიო ბანკის ჯგუფის სათავო ოფისში, ქ. ვაშინგტონში,  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2 წლიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს.


შეხვედრა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის(ICPEN) კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანა 2024-2025 წლებში აშშ-ია. კონფერენცია აშშ ფედერალური სავაჭრო კომისიის(FTC) მასპინძლობით იმართება.


მსოფლიო ბანკში მაღალი რანგის შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა მომხმარელთა უფლებების საკანონმდებლო მოწყობაზე და გარანტიებზე, დაცვის ინსტრუმენტებზე, უკვე მიღებული სტანდარტების და გაიდლაინების შესახებ. სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფეთან მუშაობის სპეციფიკაზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. სამთავრობო უწყებებთან და პარლამენტთან, სექტორულ მარეგულირებლებთან კოორდინირების ეფექტურ გზებზე და მიღებულ შედეგეზე. განხილული იქნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და გამოცდილების გაზიარება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მექსიკის, თურქეთის და კენიის მომხმარებლის უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები.

01.10.2024
უკან დაბრუნება