საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ შპს „ჯი-თი გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯი-თი გრუპის“  საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, მუნიციპალური ავტობუსების, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტისთვის პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას.


სააგენტოს პოზიციით, საქმეში არსებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მოპასუხის მიერ სატენდერო მოთხოვნების ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა განხორციელდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე, რუსთავის მერიისთვის გადაცემული სესხის მიზნობრიობის დაცვით და ხსენებული ტექნიკური პარამეტრები შემსყიდველის საჭიროებებსა და სესხის მიზნობრიობის ფარგლებს არ გაცდენილა.


ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, GCCA-ის შეფასებით, კონკურენციის შემზღუდველი ელემენტების არსებობა არ დასტურდება და საჩივარი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს. კერძოდ, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.


ინფორმაციისთვის: 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 3 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 8 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

07.10.2024
უკან დაბრუნება