საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით ზუგდიდში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა

11 ოქტომბერს, ზუგდიდში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა  გაიმართა.


შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სერგო სანიკიძემ და გაეროს ქალთა ფონდის ადგილობრივი პარტნიორის დემოკრატიული ჩართულობის ფონდის დირექტორმა, ციცინო შენგელიამ. შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, ოლიკო კობახიძემ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ზუგდიდში მცხოვრებ ქალბატონებთან ერთად, კანონის სამართლებრივი საფუძვლები, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები, მომხმარებლის უფლებები და მოვაჭრის ვალდებულებები  მიმოიხილა.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები შედგა ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო 15 ოქტომბერს, რიგით მესამე შეხვედრა, ახმეტაში გაიმართება.

11.10.2024
უკან დაბრუნება