საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში(GCCA) შპს „პოსეიდონი 2022“-ის საჩივრის  საფუძველზე,  საქმის შესწავლა დასაშვებობის ეტაპზე მიმდინარეობს.


საკითხი ეხება   კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმის“ და შპს ,,ზუნდაგის“ მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის(კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები) სავარაუდო დარღვევას, ხოლო შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმის“ ნაწილში, დამატებით, ამავე კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევასაც.


საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანია - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმისგან“. აღნიშნულმა კომპანიამ, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმს“ დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.


ინფორმაციისთვის: ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, GCCA-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიულ პირს ეკისრება ჯარიმა - 3 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით.


2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 3 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 7 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

15.10.2024
უკან დაბრუნება