საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს პრეზიდენტმა დრაგან დამიანოვიჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი მიზნად ისახავს - კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.


მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული 24-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

09.05.2025
უკან დაბრუნება