საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ირაკლი ლექვინაძე Consumers International-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

UNCTAD-ის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში,  საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეხვედრა გაიმართა Consumers International-ის გენერალურ დირექტორ ჰელენა ლეურენტთან.


მხარეებმა  მომხმარებლის დაცვის სფეროში არსებული გლობალური ტენდენციები, გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ირაკლი ლექვინაძემ  სააგენტოს 2024-2025 წლების შედეგებსა და მიმდინარე აქტივობებზე ისაუბრა,  ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ აქტივობებსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის სტანდარტებზე. ხაზი გაესვა GCCA-ის მიერ, 2026-2027 წლებში, ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეგმილ აქტივობებს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მომხმარებლის უფლებების გაძლიერებისა და სამართლიანი, გამჭვირვალე ბაზრების განვითარებისთვის. ლექვინაძემ Consumers International-ის გენერალური დირექტორი ოფიციალურად მოიწვია 2025 წლის ნოემბერში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა“.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს. Consumers International 100-ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების, სამართლიანი ბაზრების, ციფრული ეთიკისა და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობაზე მუშაობს. შეხვედრაში მონაწილეობდა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

09.07.2025
უკან დაბრუნება