საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექპერიმენტულ სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექპერიმენტულ სკოლებში მომხმარებელთა უფლებებთან და კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა.


საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეებმა მომხმარებლის უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპების, ასევე სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ დეტალური  ინფორმაცია მიიღეს.


შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა თემით დაინტერესდნენ, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხებს, რაზეც GCCA-ის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

05.12.2025
უკან დაბრუნება