საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: მცხეთის N მე-2 საჯარო სკოლასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები. ასევე, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო გადაწყვეტილებები. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.