საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 201954956) მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ (ს/ნ 202901832) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ საქმიანობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე, ხოლო შპს „ევროპის უნივერსიტეტი“ - უმაღლესი განათლების მიწოდების ბაზარზე.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gcca.gov.ge