საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მა, სამსახურებრივ საქმიანობაში თანამშრომლების მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის მიზნით, ქცევის კოდექსი შეიმუშავა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამსახურებრივ საქმიანობაში თანამშრომლების მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის მიზნით, ანტიკორუფციული ქცევის კოდექსი შეიმუშავა. აღნიშნული დოკუმენტის ძირითად მიზანს სააგენტოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმების განსაზღვრა წარმოადგენს.


ქცევის კოდექსით დარეგულირდა სააგენტოში დასაქმებულ პირთა  ქცევის წესები, სტანდარტები და ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც სააგენტოს თანამშრომლებმა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უნდა გაითვალისწინონ. დოკუმენტი წარმოადგენს ანტიკორუფციული პოლიტიკის სახელმძღვანელოს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სააგენტოში პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს და შექმნის უსაფრთხო და არადისკრიმინაციულ სამუშაო გარემოს.  https://gcca.gov.ge/uploads_script/legislation/tmp/phpqFlHje.pdf

20.01.2026
უკან დაბრუნება