საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

OECD-GVH RCC-ის 2026 წლის იანვრის ჟურნალში GCCA-ის უახლესი მიდგომები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საქმეებში გამოქვეყნდა

OECD-GVH RCC-ის 2026 წლის იანვრის ჟურნალში, GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სალომე ქავთარაძის და ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის მენეჯერის, გვანცა ჩადუნელის სტატია, სახელწოდებით - "კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კონვერგენცია: GCCA-ის უახლესი მიდგომები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საქმეებში" გამოქვეყნდა.


სტატიაში აღწერილია ინტელექტუალური საკუთრებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ურთიერთქმედება და კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკული მიდგომები მსგავსი საქმეების განხილვის პროცესში. აგრეთვე, დასაშვებობის შეფასების კრიტერიუმები და სანქცირების მექანიზმები.


https://shorturl.at/vhsnV


 

02.02.2026
უკან დაბრუნება