საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ქავთარაძე, ვენაში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარს დაესწრო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ქავთარაძე საერთაშორისო სემინარს, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და კონკურენციის პოლიტიკის სინთეზი: ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მყოფ ქვეყნებში“ დაესწრო.


ღონისძიება მსოფლიო ბანკისა და ავსტრიის ფედერალური კონკურენციის უწყების ორგანიზებით ვენაში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და სახელმწიფო ორგანოების, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.


სემინარის ფარგლებში, იმსჯელეს ბალანსზე - კონკურენციისა და ინდუსტრიულ პოლიტიკებს შორის. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა თემატური სესიები, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო მხარდაჭერის როლი მიმოიხილეს. საუბარო შეეხო სახელმწიფო დახმარების მართვის ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობას, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის რეგულირების ეროვნული ჩარჩოების ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოებას.


მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.

13.02.2026
უკან დაბრუნება