საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-ი FMCG-ის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

2025 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონის მოცულობამ შეადგინა  13 698 224 599 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც 6.61%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (12 792 211 332 ლარი) და 12.52%-ით 2023 წლის მაჩვენებელს (11 983 346 244 ლარი).


2025 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია. კონცენტრაციის ინდექსმა შეადგინა 940 ერთეული, რაც 234 ერთეულით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 706 ერთეული. ბაზრის საცალო დონეზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.


2023-2025 წლებში, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2025 წელს 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო საბაზრო წილი 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 11.3%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.96%-ით:



 


2025 წელს, ორგანიზებული ბაზრის საერთო წილმა შეადგინდა 64.08%, რაც 5.68%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 58.4%.


2026 წლის მდგომარეობით, დეილი ჯგუფი ფლობს 981 მაღაზიას, ნიკორა 685, ორი ნაბიჯი 635, კარფური 98, გუდვილი 9, აგროჰაბი 9.


FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში / ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ქეშბექი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან, შესაბამისი პროცენტული ოდენობით:


მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე მეტ-ნაკლებად იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში ფიქსირდება შედარებით დაბალი ქეშბექი - მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში.


 


შუალედური დასკვნა:


1. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანია და არ არსებობის კომპანიათა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მიმდინარე მონიტორინგის შედეგად სააგეტომ დაიწყოს ბაზრის შესწავლა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;


2. საცალო ბაზრის მოცულობა მზარდია, 2025 წელს ბაზრის მოცულობა 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 6.61%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 12.52%-ით. მზარდია მსხვილი საცალო კომპანიების საბაზრო წილებიც;


3. მსხვილი საცალო ქსელების სიმრავლე განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოველ ახალ დამატებით მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისთვის დისტრიბუტორს ეკისრება დამატებითი - ქსელის ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი. შესაბამისად, ბაზრის საცალო დონეზე მოქმედი კომპანიისთვის, ქსელის ახალი მაღაზიის გახსნის ფინანსური ბარიერი დაბალია და ეს ტვირთი მეტწილად გადადის პროდუქციის დისტრიბუტორზე, შედეგად კი მომხმარებელზე;


42021-2025 წლებში, საცალო ქსელში შესვლასთან დაკავაშირებული სხვადასხვა გადასახადები შეუქცევადი ზრდის ტრენდს ატარებს. მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა კონკრეტული პროდუქტები, შედეგად დადგინდა, რომ ქეშბექის პროცენტული დიაპაზონი 2025 წელს 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნდა არის გაზრდილი, რასაც გავლენა აქვს სადისტრიბუციო და შესაბამისად საცალო ფასზე.


FMCG ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო დაკვირვებას აწარმოებს როგორც ბაზრის საცალო, ასევე დისტრიბუციის დონეზე. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტო კონკურენტულ გარემოს დამატებით შეაფასებს 2025 წლის დონეზე, მათ შორის ფასწარმოქმნის, ლოგისტიკური ჯაჭვის და ბაზრის სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. მონიტორინგის შედეგად, კონკურენტული გარემოს შეფასებასთან ერთად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია გაიცეს განსახილველად სავალდებული რეკომენდაცია / რეკომენდაციები.





ბაზრის მოცულობის, მოქმედი კომპანიების და მათი საბაზრო წილის იდენტიფიცირება მოხდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციების გათვალისწინებით. 


ბაზრის მოცულობა არ მოიცავს საცალო აფთიაქების მეშვეობით რეალიზებულ შესაბამის პროდუქციას. საბაზრო წილები მოცემულია კომპანიების მიხედვით - ინდივიდუალურად, ჯგუფების გაუთვალისწინებლად. 2025 წლის 3 და 5 კომპანიის ჯამური საბაზრო წილები მეტწილად გაზრდილია 2024 წელს განხორციელებული კონცენტრაციების შედეგად.



24.02.2026
უკან დაბრუნება