საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა European Law Institute-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარში – „Consumer Agenda 2025-2030“ – მიიღეს მონაწილეობა.
ვებინარის მონაწილეებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და პოლიტიკის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის - European Commission-ის მომხმარებელთა სტრატეგია 2030. აგრეთვე, გაეცნენ European Law Institute-ის პოზიციას - აღნიშნულ საკითხზე გამართულ საჯარო კონსულტაციასთან დაკავშირებით.
სააგენტოს წარმომადგენლები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და მომხმარებელთა დაცვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში პერმანენტულად მონაწილეობენ.