საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა გაიმართა

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრა გაიმართა.


ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ, პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შიდა ქართლის მხარეში თამაზ ბესტაევმა და გორის მერის მოადგილე იოსებ მაზმიშვილმა.


ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მომხმარებელთა უფლებების ძირითადი პრინციპები გააცნეს, ასევე განიხილეს სამედიცინო დაზღვევიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები, რასთან დაკავშირებითაც დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გორის მცხოვრებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

11.03.2026
უკან დაბრუნება