საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი შაკიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიება, რომელიც კონკურენციის პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაიმართა, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) ადვოკატირების სამუშაო ჯგუფისა და სომხეთის რესპუბლიკის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის კომისიის მიერ იყო ორგანიზებული. 


ICN Advocacy Workshop-ის ფარგლებში, ირაკლი შაკიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც კონკურენტული საჯარო პოლიტიკის განვითარების ნაწილში ბაზრის კვლევების ეფექტიან გამოყენებას შეეხებოდა.


ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო კონკურენციის ქსელის წევრი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები, ასევე იმსჯელეს საჯარო პოლიტიკაში კონკურენციის პრინციპების ინტეგრაციაზე, ბაზრის კვლევების გამოყენებაზე კონკურენტული გარემოს გასაძლიერებლად, ასევე კონკურენციის ადვოკატირების როლზე სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში.

17.03.2026
უკან დაბრუნება