საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით - „მომხმარებელთა დაცვა ციფრულ ეპოქაში: ხელოვნური ინტელექტი და Dark Pattern-ების გამოვლენა“ მიიღეს მონაწილეობა.
პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ოფისის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ციფრულ გარემოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევები განიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში, იმსჯელეს მომხმარებელთა დაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკაზე, „Dark pattern“-ების კვლევასა და მათი გამოვლენის ტექნოლოგიურ მეთოდებზე, AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესებში, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებზე.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამათ ამაროვი და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები - ნინი ცაბუტაშვილი და ქეთევან ჭუმბურიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.