საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსმა ელენე ცხომელიძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


უნგრეთის კონკურენციის უწყების 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით - „GVH 35 – კონკურენციის სამართლის ეროვნული, ევროკავშირის და გლობალური ასპექტები“, კონკურენციის სამართლის თანამედროვე გამოწვევები, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, ციფრული ბაზრების რეგულირების საკითხები და კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ტენდენციები მიმოიხილეს.


 ღონისძიება ასევე წარმოადგენდა უნგრეთის კონკურენციის სამართლის ფორუმის მე-8 შეხვედრას, რომელიც კონკურენციის პოლიტიკისა და სამართლის სფეროში პროფესიული საზოგადოებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა.


კონფერენციაში კონკურენციის პოლიტიკისა და სამართლის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

24.03.2026
უკან დაბრუნება