საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ კონკურენციის პოლიტიკის სფეროში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო - Antitrust Writing Awards მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ კონკურენციის პოლიტიკის სფეროში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო - Antitrust Writing Awards მიიღო.


კონკურსი სამეცნიერო ანალიტიკური გამოცემის - Concurrences და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით განხორციელდა.


დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა და ღონისძიებას 150-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, ტექნოლოგიური კომპანიების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სერგო სანიკიძის გამარჯვებული ნაშრომი მეცნიერების კომერციალიზაციის პროცესში კონკურენციის როლს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პოტენციური გადაჭრის გზებს მიმოიხილავს.


ნაშრომი სერგო სანიკიძის სადოქტორო დისერტაციის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული როლი კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით და შემუშავებულია აღმასრულებელი ჩარჩო საქართველოსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის.

26.03.2026
უკან დაბრუნება