საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სს „მამათის“ მხრიდან კანონის 113 მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე იყენებდა მომჩივნის პროდუქტის (ჩაის) შეფუთვასა და ვებ-გვერდის დიზაინს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.