საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს
GCCA-ის თანამშრომლებმა ბოლნისის N მე-3 და დიდი დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ჯამში 70-მდე მოსწავლეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები დარღვევის შემთხვევაში და რომელ უწყებებს უნდა მიმართონ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად კონკრეტული „ქეისები“ მიმოიხილეს.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.