საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თურმანიძემ, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საკითხებზე, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა.
ვორქშოფის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის ორგანოების წარმომადგენლებმა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილეს, მათ შორის: ფასების პოლიტიკის რეგულირება, ექსკლუზიური შეთანხმებები და დისკრიმინაციული პირობები, კონკურენციის შეზღუდვის თანამედროვე გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები და ინსტიტუციური მიდგომები.
ირაკლი თურმანიძემ კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო გააცნო და GCCA-ის მიერ დასრულებული მოკვლევები მიმოიხილა, მათ შორის იყოს ფარმაცევტული ბაზრისა და ავტოიმპორტიორთა საქმეები, სადაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დადგინდა და სააგენტომ შესაბამის სუბიექტებს მსხვილი ჯარიმები დააკისრა.
თურქეთის კონკურენციის უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მონაწილეობდნენ.