საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეგიონულ საგანმანათლებლო ტურნეს განაგრძობს - GCCA-ის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კონკურენციის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.


საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ბაღდათის N 1-ელ, სოფელ დიმის N 1-ელ, სოფელი ამაღლებისა და სოფელ შუაგორას საჯარო სკოლებში გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.


სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს კონკურენციის პოლიტიკის პრინციპები და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც მომხმარებელი ყოველდღიურობაში აწყდება. GCCA-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს, თუ რომელ უწყებებს და რა ფორმით უნდა მიმართონ მსგავს შემთხვევებში.


საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საჯარო სკოლებში GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

04.05.2026
უკან დაბრუნება