საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში საგანმანათლებლო კამპანიას განაგრძობს.  GCCA-ის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს.


სააგენტოს წარმომადგენლები დაბა ადიგენის, სოფელ ბოლაჯურის, ქალაქ ახალციხის № 1-ელ და ქალაქ ახალციხის № მე-5 სკოლებში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებთან ერთად კონკურენციის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები მიმოიხილეს, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ შეძენის დროს.


პროექტის მიზანია, მოზარდებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა თავისუფალი კონკურენციის პრინციპებზე და ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა. GCCA-ი მსგავს შეხვედრებს, ახალგაზრდებში ეკონომიკური და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ახორციელებს.

20.05.2026
უკან დაბრუნება