სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობისა და მათი კარიერული განვითარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უნივერსიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასწავლო-კვლევითი ცენტრისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უწყების საქმიანობის, კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო სექტორის, ისე წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში შეხვედროდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და პირადად გასცნობოდნენ შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და პერსპექტივებს.
ფორუმში მონაწილეობისთვის, ღონისძიების ორგანიზატორებისგან სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სააგენტო ახალგაზრდების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი სახის კამპანიებში მომავალშიც ჩაერთვება.