საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

GCCA-მა ა(ა)იპ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. საჩივარი შეეხება ა(ა)იპ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტს.


საკითხი შეეხება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მომჩივნის განცხადებით, მოპასუხე ასოციაცია მისი წევრი კომპანიების ორგანიზაციიდან გასვლის პროცესს აფერხებს, რაც ხელს უშლის მათ ალტერნატიულ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები შეეხო იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გამოთქვეს ა(ა)იპ „მგვ საქართველოში“ გაწევრიანების სურვილი.


სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.


კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

28.05.2026
უკან დაბრუნება