საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი შაკიაშვილმა საერთაშორისო ბიზნესფორუმში - „NextGen Business Forum 2026“ მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსიის - „სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა“ ფარგლებში, ირაკლი შაკიაშვილმა დეტალურად ისაუბრა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.
ბიზნესფორუმი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა (სანგუ) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.